ფეხბურთი

18:08 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავამ „სლოვანი“ დატოვა

ქართველმა ნახევარმცველმა, ჯაბა კანკავამ ბრატისლავის „სლოვანი“ დატოვა. ამის შესახებ კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა.

„პირველ რიგში, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჯაბას ყველაფრისთვის, რაც მას „სლოვანში“ გაუკეთებია. ჩვენ დაინტერესებულები ვიყავით ხელშეკრულების გახანგრძლივების, თუმცა ჯაბამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელებულიყო, რასაც რა თქმა უნდა, ვეთანხმებით და პატივს ვცემთ. ჩვენ მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებთ“ - განაცხადა „სლოვანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან კმოტრიკმა.

ქართველი ნახევარმცველი სლოვაკურ გუნდს 2021 წელს შეუერთდა, 130 თამაში ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა. კანკავამ „სლოვანთან“ ერთად სლოვაკეთის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. ჯერ-ჯერობით უცნობია ის, თუ სად გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა ევრო 2024-სთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა მან თამაშზე უარი თავად განაცხადა და მისი ადგილი გუნდში გაბრიელ სიგუამ დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113945