12:50 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინმა საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის ფლეი-ოფში გასვლა მიულოცა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროფლეი ოფში გასვლა მიულოცა.

„შეგვიძლია საქართველოს ნაკრებს მივულოცოთ ასეთი დიდი გამარჯვება. მაგრამ ამის მიზეზი საკმაოდ ბევრი იყო. საქართველო ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად არის მომზადებული და ეს სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთის ფედერაციის დიდი დამსახურებაა. მათთვის უჩვეულო თამაშში პორტუგალიასთან შესანიშნავად იცავდნენ თავს და კონტრშეტევებზეც კარგად გადადიოდნენ.

ყველაზე მთავარია ამ მატჩმა აჩვენა, რომ საქართველოს გუნდი ჰყავს. ვნახეთ, ბურთის დაკარგვის შემდეგ ხვიჩა დაცვაში როგორ გაიქცა და ბოლო დარტყმამდე ითამაშა. ყველაფერი ბუნებრივი იყო და კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. რონალდუსთან შედარებით, ის აშკარად უპირატესად გამოიყურებოდა ყველა ასპექტში.

ასევე ძალიან მიხარია, რომ სოლომონ კვერკველია რიგზეა. ის „ლოკომოტივის“ ოქროს სეზონში ერთ-ერთი წამყვანი მცველი იყო“, - ციტირებს სიომონის სიტყვებს championat.com.

0.11267