ფეხბურთი

11:07 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვენესუელის ნაკრები 2024 წლის კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ვადაზე ადრე გავიდა

26-27 ივნისის ღამეს, 2024 წლის კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის B ჯგუფში მე-2 ტურის ორი მატჩი გაიმართა. ვენესუელამ მექსიკას 1:0 მოუგო და ფლეი-ოფის საგზური გაინაღდა. ეკვადორმა კი იამაიკას 3:1 სძლია და მეოთხედფინალში გასვლის ოცნებას დაამშვიდობა.

ვენესუელასა და მექსიკის ნაკრებებს შორის შეხვედრა, რომელიც კალიფორნიის ინგლვუდში გაიმართა, ვენესუელელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე პენალტით მათმა ვარსკვლავმა სალომონ რონდონმა გაიტანა.

ამ გამარჯვებით ვენესუელა ნაადრევად გავიდა ფლეი-ოფში. B ჯგუფს ექვსი ქულით ისინი ლიდერობენ, მეორე და მესამე ადგილებს ეკვადორისა და მექსიკის ნაკრებები იკავებენ, რომლებმაც 3-3 ქულა დააგროვეს, კვარტეტს კი უქულო იამაიკა ასრულებს.

მე-3 ტურში ეკვადორისა და მექსიკის გუნდებს მოუწევთ ერთმანეთთან თამაში, რაც გამორიცხავს ვენესუელელებთან ქულებით გათანაბრების შესაძლებლობას. ამრიგად, ვენესუელის ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილს ვეღარ ჩამოსცდება, ეს კი კოპა ამერიკის მეოთხედფინალში თამაშის უფლებას იძლევა.

იამაიკამ ეკვადორთან 1:3 წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის ყოვეგვარი შანსი დაკარგა.

B ჯგუფი

  1. ვენესუელა 2 2 0 0 3:1 6
  2. ეკვადორი 2 1 0 1 4:3 3
  3. მექსიკა 2 1 0 1 1:1 3
  4. იამაიკა 2 0 0 2 1:4 0
0.127507