ფეხბურთი

7:00 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიბრძოლოთ ისე, როგორც დღეს ვიბრძოლეთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ახლა ესპანეთთან მატჩისთვის უნდა მოემზადონ და ბოლომდე იბრძოლებენ.

„ვნახე ემოციები, რაც საქართველოში ხდება და სასწაულად სასიხარულოა, რომ ბურთის თამაშით ქართველ ერს ასეთი სიხარული მოვუტანეთ. საუკეთესო მეკარე და საუკეთესო ბომბარდირი ქართველები? მაგრები ვართ (იღიმის - რედ). ესპანეთი ძალიან მაგარი ნაკრებია, ყოველთვის ყველა ტურნირზე ფავორიტია. ვეცდებით, ენერგია აღვიდგინოთ, წინ გველოდება 90 ან 120 წუთი, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიბრძოლოთ ისე, როგორც დღეს ვიბრძოლეთ, რათა ჩვენი მაქსიმალური დონე დავანახოთ ისევ მსოფლიოს“, - თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში 30 ივნისს, ესპანეთს შეხვდება, მატჩი კიოლნში გაიმართება.

WORLDSPORT.GE გელზენკირხენიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111585