ფეხბურთი

6:46 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილი: "საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატებას არაფერი მირჩევნია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვების (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატებას არაფერი ურჩევნია.

„უკრაინის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა კარგი ემოცია იყო, მაგრამ ქართველების ემოციებს არაფერი სჯობს და რაც საქართველოს ნაკრებთან ერთად გავაკეთეთ, არაფერი მირჩევნია და მირჩევნია, საქართველოს ნაკრებთან ერთად გავაკეთო რაღაც ისტორიული და ჩვენი ქვეყანა, რაც შეიძლება მაღლა იყოს ყოველთვის“, - თქვა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში 30 ივნისს, ესპანეთს შეხვდება, მატჩი კიოლნში გაიმართება.

WORLDSPORT.GE გელზენკირხენიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109662