საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია და ფანებს მადლობა გადაუხადა:
“მადლობა გულშემატკივარს, ვინც ჩამოვიდა, ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა, დიდი მადლობა, რომ ჩვენს გვერდით არიან და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი გავახაროთ. ძალიან ბედნიერები ვართ. საფრანგეთის ნაკრებში თამაში შემეძლო? არა, არაფერს არ ვნანობ, ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ და ეს მაისური მაცვია. დღეს ისეთი გარემო იყო, თითქოს, საქართველოში ვითამაშეთ.
მომწონს ბომბარდირობა, სულ ვსწავლობ, რომ გოლები გავიტანო ან სხვას გავატანინო, როგორც კვარას გავატანინე. თავში ახლა ყველაფერი მიტრიალებს, პატარა რომ ვიყავი, ასეთ მატჩებში ვუყურებდი, დღეს კი, კიდევ ერთი გოლის გატანით და მოგებით ძალიან გახარებული ვარ. მადლობა გულშემატკივარს“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში 30 ივნისს, ესპანეთს შეხვდება, მატჩი კიოლნში გაიმართება.
WORLDSPORT.GE გელზენკირხენიდან
ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია