ყოფილმა ვარსკვლავმა, ახლა კი საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა „ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების მცველის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მიმართ თანაგრძნობა გამოთქვა.
„ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს ტრენტის მიმართ. ახალ პოზიციაზე თამაში ყოველთვის რთულია, მაშინაც კი, როცა გუნდი კარგად თამაშობს. და როცა არა, ეს კიდევ უფრო რთულდება. მე ნამდვილად თანავუგრძნობ მას, რადგან ტრენტი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა“, - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Daily Mail.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი ამპლუით მარჯვენა მცველ ტრენტს ნახევარდაცვაში ათამაშებს. „ლივერპულის“ კაღზდილმა ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ორივეჯერ შეცვალეს.
ინგლისი ამჟამად A ჯგუფში პირველ ადგილზეა, ორი მატჩიდან ოთხი ქულით.