ფეხბურთი

21:34 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქალი მსაჯი ესპანეთშიც იქნება | მარტა უერტა დე აზა ლა ლიგა 2-ში დააწინაურეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგა 2-ში მომუშავე მსაჯთა სია გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ისტორიაში პირველად, მამაკაცთა საფეხბურთო მსაჯს ქალი არბიტრი, მარტა უერტა დე აზა იმსაჯებს.

უერტა და აზას ქალთა ფეხბურთში დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი იმსაჯა და იმუშავა როგორც 2022 წლის ევროპის, ასევე 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც. გარდა ამისა, ის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზეა მიწვეული. ამჯერად, მარტას მორიგი მიღწევა ის იქნება, რომ ის გახდება ისტორიაში პირველი ქალი მსაჯი, რომელიც მამაკაცთა შეხვედრებში იმსაჯებს.

ლა ლიგა 2-ის ახალი სეზონი ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ამ ლიგის წევრის, „ლევანტეს“ ღირსებას იცავს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც შესანიშნავ ევროპის ჩემპიონატს ატარებს და შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულს სხვა გუნდების დაინტერესებაც გამოიწვიოს.

თეგებილა ლიგა 2
0.116419