ფეხბურთი

19:29 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლობოტკას აგენტი: „ბარსელონასთან“ შეთანხმებულები ვიყავით, თუმცა მწვრთნელი შეიცვალა“

სლოვაკეთის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ნახევარმცველის, სტანისლავ ლობოტკას აგენტმა, ბრანისლავ იარუშეკმა განაცხადა, რომ „ბარსელონასთან“ შეთახნმებას მიღწეული ჰქონდათ, თუმცა გუნდში მწვრთნელი შეიცვალა და მდგომარეობა გართულდა.

კატალონიურმა კლუბმა სეზონის ბოლოს ჩავი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად გერმანელი სპეციალისტი, ჰანზი ფლიკი დანიშნა.

„ბარსელონასთან“ კონტრაქტი შეთანხმებული გვქონდა, თუმცა მწვრთნელი შეიცვალა. გუნდში სიტუაცია ბუნდოვანია და გარკვეული ფინანსური პრობლემები არსებობს. ამან გაგვაოცა, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა და ის ჯერ კიდევ აქტიურია. ყველამ იცის ის, თუ ლობოტკა როგორი მოთამაშეა“ - განაცხადა ბრანისლავ იარუშეკმა.

სტანისლავ ლობოტკა „ნაპოლის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ბოლო პერიოდში, ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი ფიგურაა. ამჟამად, ლობოტკა ევროპის ჩემპიონატზე სლოვაკეთთან ერთად მონაწილეობს და ბელგიასთან პირველ ტურში გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

0.114687