გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ილკაი გიუნდოგანმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის შვეიცარიასთან (1:1) მე-3 ტურის მატჩის შედეგზე ისაუბრა.
„სიმართლე გითხრათ, არ მგონია, ყველაფერი უკეთესად განვითარებულიყო. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ვაგებდით, მაგრამ შევქმენით მომენტები და საბოლოოდ გოლის გატანა შევძელით, რაც ჯგუფის მოგებაში დაგვეხმარა. ამით უნდა ვისარგებლოთ“, - ციტირებს გიუნდოგანის სიტყვებს ZDF.
სამი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრებმა შვიდი ქულა დააგროვა და A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე შვეიცარიაა. მურატ იაკინის გუნდმა ხუთი ქულა მოაგროვა. უნგრეთის ნაკრები სამი ქულით მესამე ადგილზეა. ერთქულიანი შოტლანდია კი მეოთხეზე.