საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დასრულდა ჭაბუკ ძალოსნებს შორის ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმა საერთო ჯამში 37 მედალი მოიპოვეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
17-წლამდე ძალოსნების ანგარიშზე 16 მედალია (6 ოქრო, 3 ვერცხლი 7 ბრინჯაო), 15-წლამდელებმა კი 21 (11 ოქრო, 7 ვერცხლი 3 ბრინჯაო) მედალი მოიპოვეს. განსაკუთრებით უხვმედლიანი შეჯიბრის ბოლო დღე გამოდგა. კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების 9 სპორტსმენი გამოვიდა და მათ მხოლოდ დღეს, 22 მედლის მოპოვება შეძლეს.
ევროპის ჩემპიონატის მედალოსნები:
U17 ლუკა სილაგაძე - 3 ოქრო
U17 ირაკლი ვეკუა - 3 ოქრო
U17 გივი დარსაველიძე - 3 ბრინჯაო
U17 რევაზ მილდიანი - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
U17 ლერი ნეფარიძე - 1 - ვერცხლი
U17 ჯუმბერ ბეკოშვილი - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
U17 ნიკა ფრუიძე - 1 ბრინჯაო
U15 გიორგი ქობალია - 3 ოქრო
U15 ჯაბა ტყეშელაშვილი - 3 ოქრო
U15 გიორგი ქინქლაძე - 3 ოქრო
U15 თემურ ხვედელიძე - 2 ოქრო1 ვერცხლი,
U15 ლადო ძიმცეიშვილი - 2 ვერცხლი
U15 ნიკოლოზ კურტანიძე - 3 ვერცხლი
U15 ენრიკე ფუტკარაძე - 1 ვერცხლი 2 ბრინჯაო
U15 შოთა კაკაბაძე - 1 ბრინჯაო