ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში რუმინეთთან მატჩის შემდეგ (2:0) ნაკრების ნახევარმცველ კევინ დე ბრუინზე ისაუბრა.
„კევინს დაახლოებით ერთი წელია ვიცნობ. ის შესარჩევი ეტაპის დროს ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იყო. თქვენ იგრძნობთ, რამდენად სასარგებლოა ის გუნდისთვის და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი ბიჭები მოედანზე მისნაირი განწყობით გავიდნენ“, - ციტირებს ტედესკოს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში დე ბრუინმა ერთი გოლი გაიტანა და ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.