მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალის" ცენტრალური მცველი ნაჩო ფერნანდესი კლუბს დატოვებს, გუნდის ახალი კაპიტანი ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდება. ამის შესახებ ჟურნალისტმა მიგელ ანხელ დიაზმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
წყაროს ცნობით, მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი მადრიდული კლუბის ვიცე-კაპიტანი გახდება. მესამე არჩევანი მცველი ლუკას ვასკესია.
34 წლის ფეხბურთელი „რეალს“ ზაფხულში დატოვებს. ნაჩოს მომსახურებით MLS-ის, ასევე საუდური კლუბები დაინტერესდნენ. კერძოდ, „ალ-ნასრს“ და „ალ-ქადისიას“ ფეხბურთელის გაფორმება სურთ.
მოდრიჩი მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისს მთავრდება, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.