საბერძნეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგზე 17-წლამდელებს შორის 89 კგ. წონით კატეგორიაში ჯუმბერ ბეკოშვილი გამოვიდა, რომელმაც 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბეკოშვილმა ატაცში თავი 125 / 129 / 133 კგ.-ს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა
ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა აკვრაში ბევრად უკეთ იასპარეზა და 152 / 157 / 159 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამ შედეგით კი მას ორჭიდის ჯამში 292 კილოგრამი დაუგროვდა ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
საქართველოს ნაკრების ყულაბაში 15 და 17-წლამდელების ჩათვლით უკვე 15 მედალია - 5 ოქრო, 6 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
ზურაბ ანთაურის მიერ მომზადებული მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი კონტინენტის პირველობაზე 20-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი.