ფეხბურთი

23:30 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილმა ჩონგჩინგთან მატჩში 4 საგოლე გადაცემა შეასრულა

„შანდონგ ტაიშანის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის თასზე „ჩონგჩინგ ტონგლიანგლონგთან“ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შესარულა, რითაც გუნდს მოაგებინა.

ყაზაიშვილმა პირველი საგოლე გადაცემა 26-ე წუთზე გააკეთა, როდესაც მისი პასით ლიაო ლიშენგმა გაიტანა. მეორე ტაიმში, 73-ე წუთზე ვაკომ უკვე თავად შეძლო გოლით თავის გამოჩენა. ქართველმა გაატანინა ბრაზილიელ ჟადსონსაც გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე. ამ გოლის შემდეგ ჩონგჩინგი სრულიად მოიშალა და დელგადოსა და აბუდულამ აბდურსულს კიდევ 2 გოლი გაატინა, რომელთაც საგოლე პასები კვლავ ვაკო ყაზაიშვილმა მისცა. საბოლოოდ, შეხვედრა „შანდონგ ტაიშანის“ გამარჯვებით, 6:3 დასრულდა.

ამ გამარჯვებით ყაზაიშვილის გუნდმა 1/8 ფინალის საგზური გაინაღდა, სადაც მათი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113026