„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა განიხილავს თავდამსხმელ ფედერიკო კიეზას გაცვლის ვარიანტს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთ გარემარბზე - ჯეიდონ სანჩოზე ან მეისონ გრინვუდზე. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport იუწყება.
წყაროს ცნობით, ამ პოტენციური გაცვლის დიდი ნაწილი დამოკიდებული იქნება კიეზას თამაშზე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 10 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.