პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა დიოგუ ჟოტამ ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის თურქეთთან მოახლოებულ მატჩზე.
„სრულიად განსხვავებულ თამაშს ველოდებით. თურქები ჩეხებზე ძლიერები არიან და სხვა შედეგს ელიან. უპირატესობას მივიღებთ, თუ ჩვენს თამაშს მოვახვევთ თავზე, როგორც ჩეხეთთან მატჩში, რადგან თურქეთი არ არის მიჩვეული დაბალი ბლოკით დაცვას.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მაშინ ჩვენ შევძლებთ სამი ქულის აღებას და ფლეი-ოფში ნაადრევად გასვლას“, - ციტირებს ჟოტას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და პორტუგალიის ეროვნული გუნდების მატჩი დღეს, 22 ივნისს გაიმართება დორტმუნდში და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.