სხვა

0:09 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძე UFC 303-ზე იბრძოლებს

UFC-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ლას-ვეგასში გასამართ UFC 303-ის ღონისძიებაზე ენტონი სმიტთან იჩხუბებს.

ოფიციალურად, ენტონი სმიტს 30 ივნისს გასამართ ღონისძიებაზე კარლოს უბერგთან უნდა ეჩხუბა, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლას ჩაეხსნა და მის ნაცვლად, სწორედ ქართველი მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას.

საოცრად ჩატარებული 2022 წლის შემდეგ, სადაც დოლიძეს ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდა მოგებული, 2023 წელის ქართველი UFC 286-ზე მარვინ ვეტორისთან დამარცხდა, წელს კი თებერვალში გამართულ ბრძოლაში ნასურდინ იმავოვის დამარცხება ვერ მოახერხა.

თავის მხრივ, ენტონი სმიტს ბოლო ბრძოლა ვიტორ პეტრინოს წინააღმდეგ მოგებული აქვს.

ეს რომან დოლიძისთვის ყველაზე პოპულარულ საბრძოლო ორგანიზაციაში მე-10 ბრძოლა იქნება. ქართველის ანგარიშზე 6 მოგება და 3 მარცხია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130727