ფეხბურთი

17:41 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია-კიეზას გაცვლით ყველა კმაყოფილი დარჩება"

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბეციმ განაცხადა, რომ ფედერიკო კიეზას და ხვიჩა კვარაცხელიას გაცვლით ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება - ორივე კლუბი და ფეხბურთელებიც:

„ნაპოლის“ ვარიანტიც ხელსაყრელად მეჩვენება, კვარაცხელიასთან კიეზას გაცვლა ორივე კლუბის ხელმძღვანელობას დააკმაყოფილებს, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და როგორც მეუბნებიან, „ფიორენტინას“ ყოფილ ფეხბურთელს ტურინის დატოვება სურს", - თქვა ბეციმ.

ამ ბარტერის შესახებ ისაუბრა კიდევ ერთმა ჟურნალისტმა სტეფანო იმპალომენიმ, რომელიც ასევე თანახმაა კვარა-კიეზას გაცვლაზე:

„მისი აგენტის და მამამისის განცხადებები არ მომეწონა. მას არავინ იცნობდა, მოიგო სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან დიდი ხანია გოლი არ გაუტანია. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ძალიან აქვს მოსამატებელი. მაინც ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა კიეზასთან ბარტერს მეც დავთანხმდებოდი“, - თქვა იმპალომენიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.106067