ფეხბურთი

16:38 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო ბაჯოს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ და თავზე დაზიანება მიაყენეს

57 წლის ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, რობერტო ბაჯოს გასულ ღამით ჩრდილოეთ იტალიაში, საკუთარ სახლში თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავის არეში დაზიანება მიაყენეს.

შემთხვევა ესპანეთისა და იტალიის მატჩის მიმდინარეობისას მოხდა, რომელსაც რობერტო ოჯახთან ერთად უყურებდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ბაჯოს ვილაში 5 თავდამსხმელი შეიჭრა და დაპირისპირება დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც, ვეტერანმა ფეხბურთელმა თავზე დაზიანებები მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ნაკერები დაადეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ის, თუ რა ზიანი მიადგა ბაჯოს სახლს, თუმცა ცნობილია ის ფაქტი, რომ მძარცველებმა ფული და ძვირფასეულობა წაიღეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

0.118101