მიუნხენის „ბაიერნის,“ „ჩელსისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მიხაელ ბალაკმა გააკრიტიკა ინგლისის ნაკრების თამაში გარეთ საუთგეიტის ხელმძღვანელობით 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
„უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ ინგლისელების თამაშით. მათში ძალიან ცოტაა კრეატიულობა. ზედმეტად პოზიციურად თამაშობენ. ცვლილებებიც კი ხდება პოზიციურად, სისტემაში ცვლილება არ არის. ეს ძალიან ცოტაა. მათ არ აქვთ სწორი პასუხები. მწვრთნელმაც ვერ იპოვა ისინი. მან არ შეცვალა თამაშის სტილი. უბრალოდ პოზიციების შეცვლა საკმარისი არ არის“, - ციტირებს ბალაკის სიტყვებს Die Welt.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ევრო 2024 სერბეთთან გამარჯვებით (1:0) დაიწყო. ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში კი დანიასთან ფრედ - 1:1 ითამაშა.