სლოვაკეთის ნაკრების (და „ნაპოლის“ ყოფილმა) მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ უკრაინის ნაკრებთან ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩის წინ ისაუბრა.
„110% უნდა გავიღოთ, რადგან პატარა ერი ვართ და გვინდა, გულშემატკივრები გავახაროთ. ეიფორია (პირველ ტურში ბელგიასთან გამარჯვების შემდეგ - 0:1) რამდენიმე საათს გაგრძელდა, მაგრამ სამი ქულა ნამდვილად არ იქნება საკმარისი შემდგომი წინსვლისთვის. ზეიმის მიზეზი ჯერ არ არის. ჩვენ მთლიანად კონცენტრირებულები ვართ მომავალ თამაშზე“, - ციტირებს კალცონას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთისა და უკრაინის მატჩი დღეს, 21 ივნისს, დიუსელდორფში გაიმართება და თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
უკრაინისა და სლოვაკეთის ნაკრებები ევრო 2024-ზე E ჯგუფში რუმინეთისა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ.
პირველ ტურში უკრაინა რუმინეთთან 0:3 დამარცხდა, სლოვაკეთმა კი მინიმალური ანგარიშით (0:1) ბელგიას მოუგო.