ფეხბურთი

12:53 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი ჩატარებული მატჩების რაოდენობით კოპა ამერიკის რეკორდსმენი გახდა

კოპა ამერიკის გახსნის მატჩში არგენტინის ნაკრებმა კანადისას 2:0 მოუგო. არგენტინელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ საგოლე გადაცემა მიითვალა.

მისთვის ეს მატჩი 35-ე გახლდათ ტურნირზე და ამისდაკვალად, ჩატარებული მატჩების რაოდენობით „კოპას“ რეკორდსმენი გახდა.

მესი ასევე პირველი არგენტინელია, ვინც შვიდ კოპა ამერიკაზე ითამაშა.

არგენტინის ნაკრები ტურნირის 15-გზის გამარჯვებულია. ამდენივე ტიტული აქვს ურუგვაის ეროვნულ გუნდსაც. ისინი იზიარებენ პირველ ადგილს ამ მაჩვენებლით.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებული არგენტინის ნაკრებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113048