ფეხბურთი

17:19 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლის საუდის არაბეთში სამუშაოდ იწვევენ

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „მილანის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი „ალ იტიჰადის“ სამიზნეში მოხვდა და ის ერთ-ერთ წამყვან კანდიდატად განიხილება.

საუდის არაბეთის კლუბის, „ალ იტიჰადის“ მთავარი მწვრთნელი ამჟამად მარსელო გალიარდოა, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია ის ამბავი, რომ არგენინტელი სპეციალისტი გუნდს დატოვებს და არაბული კლუბის მესვეურები მთავარ კანდიდატურად სტეფანო პიოლის განიხილავენ.

„ალ იტიჰადმა“ საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგის გასული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს გუნდმა ქარიმ ბენზემა, ნგოლო კანტე და ფაბინიო დაიმატა.

რაც შეეხება სტეფანო პიოლის, 58 წლის სპეციალისტმა გასულ სეზონში „მილანთან“ ერთად სერია A-ში მე-2 ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფი მე-3 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც ¼ ფინალში „რომასთან“ დამარცხდა.

0.113716