ფეხბურთი

10:38 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიესმა შესაძლოა “ინტერი” ჩაიბაროს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი მილანის “ინტერის” თავკაცის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

Sport Mediaset-ის ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ შოტლანდიელი სპეციალისტი 19 ოქტომბერს “ნაპოლისთან” გასამართ მატჩზე მიიწვია და სავარაუდოდ, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იქ გაიმართება.

“ინტერს” სერია A-ს 6 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა, ხოლო მოიესი აგერ უკვე რამდენიმე თვეა უმუშევარია.

0.113743