ფეხბურთი

13:02 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსა და ჩეხეთის მატჩს გერმანელი არბიტრი იმსაჯებს

ევრო 2024-ის მეორე ტურის მატჩს, საქართველოსა და ჩეხეთს შორის გერმანელები იმსაჯებენ.

მთავარი არბიტრი 40 წლის დანიელ ზიბერტი იქნება, რომელსაც რაფაელ ფოლტინი და იან ზეიდელი დაეხმარებიან, ხოლო VAR-ის ოთახში მარკო ფრიტცი იქნება, მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი ბოსნიელი ირფან პელიტო შეასრულებს.

დანიელ ზიბერტს, რომელიც გამოცდილი მსაჯია, საქართველოს ნაკრების მატჩზე ერთხელ აქვს ნამუშევარი. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ესპანეთის წინააღმდეგ იყო, რომელიც სანიოლის გუნდმა თბილისში 1:7 წააგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი 22 ივნისს, ჰამბურგში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118676