ფეხბურთი

1:18 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "გუნდი, რომელიც ქულების მოსაპოვებლად მზად არაა, ასე ვერ ითამაშებს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა თურქეთთან მატჩის შემდეგ და ჩეხეთთან შეხვედრის წინ ისაუბრა.

„საოცარი შეგრძნებაა, რომელიც დარწმუნებული არასოდეს დაგვავიწყდება. დიდი სიამაყეა ის თამაში, რაც ბიჭებმა აჩვენეს და გულშემატკივრებმა მხარდაჭერა. თუმცა, ფეხბურთს შედეგისთვის თამაშობ და ძალიან დასანანი მარცხი იყო, რადგან ბევრი მომენტი გვქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია კარგად თამაში და დიდ ტურნირზე ყოფნა. მაგრამ ეს ამავდროულად პასუხისმგებლობას ზრდის მომდევნო მატჩისთვის, იმიტომ, რომ ჩეხეთთან ყველა ჩვენგან მეტს ელოდება.

კიტეიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედი გვაქვს, რომ თამაშს მოახერხებს. ჩეხეთი განსხვავებულად თამაშობს, ვიდრე თურქეთი. გუნდში წაგების მიუხედავად კარგი განწყობაა, ყველანი ძალიან ამაყები ვიყავით ამ დღით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო მატჩებში ქულები დავაგროვოთ.

კიტეიშვილის გარდა ყველა ფეხბურთელი მზადაა. სამწვრთნელო სტაფი ამზადებს სიტუაციას და მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელები გადიან, ვინც მზად არიან. რა თქმა უნდა, მზად ვართ ქულების მოსაპოვებლად, გუნდი, რომელიც ამისთვის მზად არ არის მენტალურად და ფიზიკურად, ისე ვერ ითამაშებს, როგორც თურქეთთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი 22 ივნისს, ჰამბურგში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113419