ფეხბურთი

0:52 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანი: "დღეს საქართველოს ნაკრები ხელწამოსაკრავი არავისთვისაა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა ჩეხეთთან მატჩისთვის სამზადისზე კომენტარი გააკეთა.

"ამაყები ვართ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე წარმოვადგენთ საქართველოს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენთვის. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ვთვლი რომ გამოვავლინეთ ხასიათი. ეს არის კარგი მაგალითი მომავალი თაობებისთვის. დღეს, საქართველოს ნაკრები არავისთვისაა ხელწამოსაკრავი გუნდი. ეს დამტკიცდა თურქეთთან და დარწმუნებული ვარ, ამას ჩეხეთიც და პორტუგალიაც იაზრებს. ჩვენ კი, ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მოვალეობას. გვაქვს ამბიცია და გვსურს მეტის გაკეთება. გვყავს ერთგული გულშემატკივარი და ხარისხიანი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მომდევნო ეტაპზე გასვლა.

უაღრესად ბედნიერი ვარ. 33 წლის ასაკში მომეცა შესაძლებლობა, რომ ვიყო ჩემს გუნდთან ერთად. მართალია, თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ როგორც რიგითი ჯარისკაცი და ნებისმიერი ამაყი ქართველი, ბედნიერი ვარ. თუ დავჭირდები მწვრთნელს, დიდი სიხარულით და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მომდევნო მატჩებში", - თქვა გველესიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი 22 ივნისს, ჰამბურგში გაიმართება.

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

0.112522