ფეხბურთი

17:51 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით“

ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, თემურ ქეცბიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით. გამართულად და ხარისხიანად ვითამაშეთ, ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა და ალბათ ყველამ თავის ოჯახის წევრის, ახლობლის თუ მეგობრის წილი ხმა ჩამოიტანა გერმანიამდე. ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ. ჩვენი პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ და მადლობა ყველას, ვინც გუშინდელი დღე ასეთი დასამახსოვრებელი გახდა

წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს“

შეგახსენებთ, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის პირველ მატჩში თურქეთთან 1:3 დამარცხდა. მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელები 22 ივნისს, 17:00 საათზე ჩეხეთის წინააღმდეგ, ჰამბურგში ჩაატარებენ.
0.112697