15:23 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

სიომინი: „საქართველომ თურქეთთან თამაშის კარგი დონე აჩვენა, ისინი ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლებენ“

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (3:1) ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის შედეგებზე ისაუბრა.

„ეს იყო საინტერესო და კარგი მატჩი ორივე მხრიდან. საოცარი გოლები გაიტანეს, განსაკუთრებით თურქებმა. საქართველომ ძალიან კარგად და ღირსეულად ითამაშა, მაგრამ იღბალი აკლდა. თუმცა გატანის კარგი შანსები ჰქონდათ.

ძალიან კარგია, რომ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგად თამაში დაიწყო. დაცვის გარეშე ვერ მოიგებ. სამწუხაროდ, შეტევის დასრულება ვერ მოხერხდა.

ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრების ფლანგის ლატერალები შეტევაში ნაკლებად მუშაობენ, მაგრამ დაცვა კარგად უჭირავთ. თურქეთმა შორიდან დარტყმებით გაიტანა - ასეთი გოლები იშვიათია. აქ უკვე იღბალია.

საქართველომ წააგო, მაგრამ კარგი დონე აჩვენა. ისინი მაინც იბრძოლებენ ჯგუფიდან გასასვლელად“, - ციტირებს სიომომინის სიტყვებს championat.com.

0.10028