11:09 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი: „ჩვენ შეგვიძლია შორს წავიდეთ ამ ევროპის ჩემპიონატზე“

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ლუიშ მონტენეგრუ ჩეხეთთან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურის მატჩში (2:1) გუნდის გამარჯვებას გამოეხმაურა.

„მათ ნამდვილად აჩვენეს ამბიცია. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვირწმუნოთ, რომ შეგვიძლია სიმაღლეზე დავრჩეთ და წავიდეთ შორს ამ ევროპის ჩემპიონატზე.

იმედი მაქვს, რომ შემიძლია გერმანიაში დაბრუნება და თუ შევძლებ, აქ ვიქნები. დღეს ქუჩაში სხვა ეროვნების ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებიც ეროვნულ გუნდს მხარს უჭერენ.

შანსები მეტად უნდა გამოვიყენოთ და შეცდომები არ დავუშვათ“, - ციტირებს მონტენეგრუს სიტყვებს A Bola.

პორტუგალია მომდევნო მატჩს თურქეთთან 22 ივნისს, დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკის“ სტადიონზე გამართავს.

0.111218