ფეხბურთი

1:38 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი: "არაფერი დავაკელით, მაგრამ მომენტებს გამოყენება უნდა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო შეხვედრაა და ისინი ჩეხეთთან მოსაგებად კარგად მოემზადებიან.

„პირველ რიგში მადლობა, იგრძნობოდა გულშემატკივრობა, მიუხედავად იმისა, რომ თურქები მეტნი იყვნენ, ქართველების ენერგია იგრძნობოდა და ამით დავიმუხტეთ. საწყისი 20 წუთი ცოტა გაგვიჭირდა, შემდეგ გვქონდა მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ამანაც იქონია შედეგზე გავლენა. ყველა გუნდი განსხვავებულია, გვექნება დრო გავაანალიზოთ ჩეხეთი და კარგად მოვემზადებით, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ. მიუხედავად მარცხისა, არაფერი დაგვიკლია, მაგრამ მომენტებს გამოყენება უნდა, ხდება ასეთი რამ და ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო მატჩია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

0.109388