ფეხბურთი

18:53 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველ მატჩს ჩაატარებს ევროპის ჩემპიონატზე და ისტორიულ შეხვედრაში ვილი სანიოლის მიერ შერჩეული ძირითადი შემადგენლობა უკვე ცნობილია.

ფრანგმა სპეციალისტმა ჩვეულ 3-მცველიან სქემაზე გააკეთა არჩევანი, რაც მოსალოდნელიც იყო.

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი; ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე

თურქეთი (4-2-3-1): გიუნოკი; მიულდური, აკაიდინი, ბარდაკჯი, კადიოღლუ; აიჰანი, ჩალჰანოღლუ; არდა გიულეი, კოკჩუ, ილდიზი; ილმაზი

მატჩი დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115141