საბერძნეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგზე 67 კგ. წონით კატეგორიაში რევაზ მილდიანმა და ლერი ნეფარიძემ იასპარეზეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
რევაზ მილდიანმა კონტინენტის პირველობის ატაცში სამივე ცდას წარმატებით გაართვა თავი, 115 / 119 / 121 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აკვრაში მან 142 / 146 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდში მოგროვილი 267 კილოგრამით კი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
რაც შეეხება ლერი ნეფარიძეს, ის ატაცში 109 კილოგრამის ძლევით მე-7 ადგილზე გავიდა.
ახალგაზრდა ძალოსანმა მდგომარეობა აკვრაში გამოასწორა, სადაც 143 / 147 / 150 კგ დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდში მოგროვილი 259 კილოგრამით კი მას მე-6 ადგილი ერგო.
საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე 8 მედალია - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
ზურაბ ანთაურის მიერ მომზადებული მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი კონტინენტის პირველობაზე 20-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი.