რაგბი

17:18 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„შავი ლომი“ EPCR ჩელენჯ თასზე კიდევ 2 წლის განმავლობაში ითამაშებს

დღეს EPCR-მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ჩელენჯ თასზე კიდევ 2 წლის განმავლობაში ითამაშებს.

ქართულ ფრენჩაიზთან ერთად, ტურნირზე მონაწილეობის უფლება კიდევ 2 წლით სამხრეთ აფრიკულმა „ტიოიტა ჩიტაჰსმაც“ მიიღო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქართული რაგბისა და მთლიანად ქვეყნისთვის. ჩვენ ამისთვის წლების განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მადლიერები ვართ EPCR-ის და მათი ხელმძღვანელობის“ - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გათამაშებაში პირველად გასულ წელს ჩაერთო და ტურნირზე პირველივე წელს, გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა. ქართულმა ფრენჩაიზმა უელსში „სქარლეთსი“ 23:7 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114525