კალათბურთი

16:07 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბოსტონ სელტიკსი“ NBA-ის ჩემპიონია

NBA-ის სუპერფინალის მე-5 მატჩში „ბოსტონ სელტიკსმა“ „დალას მავერიკსი“ 106:88 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ისტორიაში მე-18 ტიტულს დაეუფლა.

დღეს დილით, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის მე-5 მატჩი გაიმართა. „დალას მავერიკსი“ Sweep-ს წინა შეხვედრაში გადაურჩა და იმ გამარჯვებით დამუხტული, „თი დი გარდენშიც“ მეორე შეხვედრის წამოსაღებად ჩავიდა, თუმცა ჯეისონ ტეიტუმის და ჯეილენ ბრაუნის ბრწყინვალე თამაშის შედეგად, გამარჯვება და შესაბამისად, ჩემპიონის ტიტულიც ბოსტონელებს დარჩათ.

დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმი იყო, რომელმაც მოედანზე გატარებულ 45 წუთში 31 ქულა, 8 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. არანაკლებ დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში ჯეილენ ბრაუნმაც, რომლის ანგარიშზეც 44 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი იყო. დალასიდან თავი კვლავ ლუკა დონჩიჩმა გამოიჩინა, რომელმაც თავი 28 ქულას, 12 მოხსნას და 5 პასს მოუყარა, თუმცა ეს სერიაში დასარჩენად საკმარისი არ გამოდგა.

ფინალური სერიის MVP-დ ჯეილენ ბრაუნი დასახელდა, რომელსაც ბილ რასელის სახელობის ჯილდო გადაეცა. სუპერფინალის ხუთ მატჩში მისი სტატისტიკური მონაცემები 20.8 ქულას, 5.4 მოხსნას, 5 პასსა და 1.6 ჩაჭრას შეადგენდა. ბრაუნი ფარში 44%-იანი სიზუსტით ისროდა.



„ბოსტონ სელტიკსმა“ ისტორიაში მე-18 ტიტული მოიგო, რითაც „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ გადაასწრო და NBA-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115377