15:38 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მბაპეს ტრავმაზე ისაუბრა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ ევრო 2024-ზე ავსტრიასთან მატჩში ქვეყნის ნაკრების თავდამსხმელის კილიან მბაპეს მიერ მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა.

„სიახლე საკმაოდ დამაიმედებელი იყო, რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ ოპერაციაზე. რაც შეეხება მის მონაწილეობას ტურნირის დანარჩენ მატჩებში, ჯერ ნაადრევია დროის დასახელება, სავარაუდოდ ერთ-ორ მატჩს გამოტოვებს“, - ციტირებს დიალოს სიტყვებს RMC Sport.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპე ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დანარჩენ მატჩებში არ ითამაშებს და მინდორს ფლეი-ოფის ეტაპზე დაუბრუმდება.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი საფრანგეთსა და ავსტრიას შორის (1:0) კილიანის ცხვირის მოტეხილობით დასრულდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან მოახერხა ოპერაციის თავიდან აცილება.

0.111797