13:50 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვლაშიჩმა ხორვატიის ნაკრები ტრავმის გამო დატოვა

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ნიკოლა ვლაშიჩმა გუნდი კუნთის ტრავმის გამო დატოვა. ნახევარმცველი ევრო 2024-ზე აღარ ითამაშებს, იუწყება ხორვატიის ნაკრების პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ვლაშიჩი ხორვატიის ნაკრების განაცხადში მოხვდა ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრებთან (0:3), მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა.

შემდეგ მატჩში ხორვატები ალბანეთს დაუპირისპირდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში კი იტალიის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.

„ნიკოლამ ბევრი იშრომა, რათა გუნდს ევრო 2024-ზე მოსახვედრად დახმარებოდა. ის გუნდის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, ტრავმის რეციდივი მოხდა და ახლა შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო მას ყველაფრისთვის, რაც გააკეთა“, - განაცხადა ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა პრესკონფერენციაზე.

0.11825