13:17 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს ცხვირის მოტეხილობის გამო გამოტოვებს

ფრანგი ფორვარდი კილიან მბაპე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს (ნიდერლანდებთან და პოლონეთთან) ცხვირის მოტეხილობის გამო გამოტოვებს. კილიანი თამაშს მხოლოდ ფლეი-ოფისთვის დაუბრუნდება და სპეციალური დამცავი ნიღბით ითამაშებს - წერს Le Figaro.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში საფრანგეთსა და ავსტრიის ეროვნულ გუნდებს შორის (1:0) მბაპეს ცხვირი დაუზიანდა, მოგვიანებით მას მოტეხილობა დაუდგინეს. თუმცა მოახერხა ოპერაციის თავიდან აცილება. ევრო 2024-ზე საფრანგეთის ნაკრები D ჯგუფში თამაშობს.

0.109618