ფეხბურთი

2:23 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს გატეხილ ცხვირზე ოპერაცია ესაჭიროება

საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, კილიან მბაპემ ევროპის ჩემპიონატის მატჩში ავსტრიელ მცველთან, კევინ დანზოსთან შეჯახების დროს ცხვირი გაიტეხა და როგორც ცნობილი ხდება, მას ოპერაცია ესაჭიროება.

მბაპემ ცხვირზე დაზიანება მატჩის მიწურულს მიიღო და სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, მოედანი შეხვედრის დასრულებამდე დატოვა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მბაპე დიუსელდორფის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში ავსტრია მაქსიმილიან ვიობერის ავტოგოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105595