კალათბურთი

0:25 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგამ 2024/25 წლების სეზონის ფორმატი და გუნდები დაამტკიცა

ბარსელონაში ევროლიგის კომერციული აქტივების მფლობელთა სხდომა გაიმართა, სადაც 2024/25 წლების სეზონის ფორმატი და გუნდები დამტკიცდა.

სხდომაზე ოფიციალურად დამტკიცდა, რომ მომავალ სეზონში ევროლიგაზე კვლავ ითამაშებს თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ და ჯო ტომასონის „მაკაბი“. გასულ სეზონთან შედარებით, მომავალ სეზონში ტურნირზე მონაწილე გუნდებს შორის ერთი ცვლილება იქნება. ესპანური „ვალენსიას“ ნაცვლად, რომელმაც გათამაშება მე-13 ადგილზე დაასრულა, ტურნირში ფრანგული „პარიზი“ ჩაერთვება. ევროლიგის 2024/25 წლების გათამაშება 3 ოქტომბერს დაიწყება.

სხდომაზე ასევე დამტკიცდა ევროთასზე მონაწილე გუნდების სია. გარდა ამისა, მფლობელები შეთანხმდნენ იმაზე, რომ თებერვლის სანაკრებო ფანჯრის დროს, ევროტურნირები კვლავ შეჩერდება, რაც მოთამაშეებს უფლებას მისცემს ეროვნულ ნაკრებთან ერთად სხვადასხვა ტურნირებზე მიიღონ მონაწილეობა. ეს წესი პირველად გასულ სეზონში იქნა მიღებული, რაც საქართველოს ნაკრებსაც ძალიან დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ და „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის გასულ სეზონში მე-10 ადგილი დაიკავეს და პლეი-ინის პირველ რაუნდში „ეფესი“ დაამარცხეს, თუმცა ფინალში „ბასკონიასთან“ დამარცხდნენ. ჯო ტომასონის „მაკაბი“ კი პლეი-ოფში გავიდა და „პანათინაიკოსთან“ სერიაში 2:3 დამარცხდა. ევროლიგის გამარჯვებული სწორედ „პანათინაიკოსი“ გახდა, რომელმაც ფინალში „რეალ მადრიდი“ დაამარცხა.

თეგებიევროლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116755