ფეხბურთი

10:09 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას პსჟ-ს და „ჩელსის“ კვლავ უკავშირებენ

„ნაპოლის“ ოფიციალური უარყოფის მიუხედავად, არ წყდება საუბრები ხვიჩა კვარაცხელიას რომელიმე ტოპკლუბში შესაძლო გადასვლის შესახებ.

მაგალითად, საფეხბურთო წრეებთან დაახლოებული სხვადასხვა წყარო სოცქსელებში ავრცელებს ინფორმაციას, რომ კვარაცხელიამ და ფრანგულმა პსჟ-მ წინასწარ შეთანხმებაზე ხელი უკვე მოაწერეს.

თავის მხრივ, ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ჩაჭიდებით საუბრობს, რომ ქართველი ტალანტის გადაბირებას კვლავ ცდილობს ინგლისური „ჩელსი“, რომლის სკაუტები ხვიჩას შესასწავლად „ნაპოლის“ რამდენიმე მატჩს დაესწრნენ. თუმცა, ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ „ჩელსი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს, კვარაცხელიას და მისი წარმომადგენლების (მამის და აგენტის) მიზანი კი, უმაღლესი ევროპული ტიტულებისთვის მებრძოლ გუნდში გადასვლაა.

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ გუშინ საკმაოდ მკაცრი ტონით განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტით კიდევ 3 წელიწადი აკავშირებს და კლუბის გარდა მის საკითხს ვერავინ გადაწყვეტს - ვერც მამამისი და ვერც აგენტი!

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლიდან ასპარეზობს. პირველივე სეზონში ის გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა და სერია ა-ს ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვებასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეც გახდა.

ინტერნეტპორტალ Transfermarkt -ის შეფასებით, კვარაცხელიას ფასი 80 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112837