ევროპის ჩემპიონატის მესამე დღის ბოლო მატჩში გელზენკირხენში გაიმართა, სადაც ინგლისის ნაკრებმა სერბეთი ბელინგემის გოლით დაამარცხა.
მატჩი ინგლისელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-13 წუთზე ბუკაიო საკას მიერ ჩაწოდებული ბურთი პრედრაგ რაიკოვიჩის კარში თავით ზუსტად ჯუდ ბელინგემმა გადაგზავნა, შესაბამისად, ანგარიშიც გაიხსნა - 1:0.
სერბეთის ნაკრებს პირველი ტაიმის ბოლოს, გაშვებული გოლის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ფილიპ კოსტიჩი დაშავდა და მისი შეცვლა გახდა საჭირო.
დრაგან სტოიკოვიჩმა მეორე ტაიმიც ცვლილებით დაიწყო და ანგარიშის გათანაბრება სცადა. სერბებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა რეალური მომენტი 77-ე წუთზე კვლავ ინგლისის ნაკრებს ჰქონდა, როდესაც სერბეთი პრედრაგ რაიკოვიჩმა გადაარჩინა.
სერბეთმა მატჩის მიწურულს აქტიურობა კვლავ სცადა, თუმცა მიზანს ვერ მიაღია და საბოლოო ჯამში, ინგლისმა მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგო და ამ ჯგუფის პირველ მატჩში დაფიქსირებული ფრის გამო, ჯგუფს სათავეშიც ჩაუდგა.
მომდევნო მატჩში ინგლისის ნაკრები დანიას დაუპირისპირდება, სერბეთის მეტოქე კი შესაბამისად, სლოვენია იქნება. მატჩები 20 ივნისს შედგება.
სერბეთი 0:1 ინგლისი
ბელინგემი (13)
არენა აუფშალკე - გელზენკირხენი
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)
სერბეთი (3-5-1-1): რაიკოვიჩი - ველიკოვიჩი, მილენკოვიჩი, პავლოვიჩი - ჟივკოვიჩი (ბირმანჩევიჩი - 74), მილინკოვიჩ-სავიჩი, გუდელი (ილიჩი - 46), ლუკიჩი (იოვიჩი - 61), კოსტიჩი (მლადენოვიჩი - 43) - ვლაჰოვიჩი - მიტროვიჩი (ტადიჩი - 61).
ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი - უოკერი, სტოუნზი, გეჰი, ტრიპიერი - ალექსანდერ-არნოლდი (გალაჰერი - 69), რაისი - საკა (ბოუენი - 76), ბელინგემი (მეინუ - 86), ფოდენი - კეინი.
C ჯგუფი | მ | ფ | წ | ქ | ბ | ა |
ინგლისი | 1 | 0 | 0 | 3 | 1/0 | 1 |
სლოვენია | 0 | 1 | 0 | 1 | 1/1 | 2 |
დანია | 0 | 1 | 0 | 1 | 1/1 | 3 |
სერბეთი | 0 | 0 | 1 | 0 | 0/1 | 4 |