ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა ფრანგულ L'Équipe-თან ინტერვიუში საკუთარ მომავალზე ისაუბრა და არ გამორიცხა ის ფაქტი, რომ შეიძლება 2025 წელს კვლავ ითამაშოს.
„ვგრძნობ, რომ თამაშისგან სიამოვნებას კვლავ ვიღებ. მინდა საკუთარ თავს შანსი მივცე, რათა გავიგო, ჩემი ფიზიკური მონაცემები ამ დონეზე დარჩება, თუ ეს ყველაფერი დროებითია და ჩემი მდგომარეობა უკან წავა.
ჩემს თავს დროს ვაძლევ, რომ გავარკვიო ოლიმპიური თამაშების შემდეგ თავს როგორ ვიგრძნობ. ვნახოთ რა მოხდება, რა გადაწყვეტილებას მივიღებ“
შეგახსენებთ, რომ ნადალმა უიმბლდონზე თამაშზე უარი განაცხადა, რადგან აპირებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კარლოს ალკარასთან ერთად წყვილთა ტურნირში მიიღოს მონაწილეობა და ესპანეთს ოქროს მედალი მოუტანოს.