უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე კაიაკისა და კანოეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კიდევ ერთი მედალი ბადრი ყაველაშვილმა მოუტანა.
ქართველმა ნიჩბოსანმა ერთადგილიანი კაიაკით 200-მეტრიანი დისტანცია 35,441 წამში დაფარა, ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ევროპის ჩემპიონი - უკრაინელი სპორტსმენი, ვიცე-ჩემპიონი კი პოლონელი ნიჩბოსანი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთადგილიანი კანოეთი ასპარეზობისას ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ზაზა ნადირაძემ, რომელმაც 200-მეტრიანი დისტანცია 38,898 წამში დაფარა.