ფეხბურთი

20:27 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალი ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა

ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრები ხორვატიას უპირისპირდება, „ფურია როხას“ შემტევი, ლამინ იამალი კი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

„ბარსელონას“ შემტევი 16 წლის და 338 დღის ასაკში გამოჩნდა მოედანზე და ამით პოლონელი კასპერ კოზლოვსკის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე 17 წლის, 8 თვის და 3 დღის ასაკში ითამაშა.

იამალი „ბარსელონას“ შემადგენლობაში გასულ სეზონში გამოჩნდა და 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ესპანეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 7 მატჩი და 2 გოლია.

0.122478