ფეხბურთი

14:24 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მიწაზე უნდა დავეშვათ“ - მიულერი - გერმანიის ნაკრების შემდეგი თამაშების შესახებ ევრო 2024-ზე

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა თომას მიულერმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩში შოტლანდიასთან მოგების (5:1) შემდეგ ბუნდესნაკრების სატურნირო მოტივაციაზე ისაუბრა.

„ჩვენ შეგვიძლია ვიხაროთ რამდენიც გვინდა, მაგრამ წარუმატებლობა ყოველთვის მოულოდნელად მოდის. ამ გამარჯვებით ზომიერად უნდა დავტკბეთ და მიწაზე დავეშვათ. ტურნირის მთელი აზრი დაგროვებული ქულებია და არა ემოციები“, - ციტირებს მიულერის სიტყვებს Eurosport.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ მატჩში, რომელიც გუშინ, 14 ივნისს გაიმართა, გერმანიის ნაკრებმა შოტლანდიას გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11487