ფეხბურთი

13:38 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„უარს ვამბობ ბრაზილიის ნაკრების მატჩების ყურებაზე“ - რონალდინიომ ეროვნულ გუნდზე ემოციურად ისაუბრა

პსჟ-ის, „ბარსელონას,“ „მილანისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ განაცხადა, რომ კოპა ამერიკაზე ეროვნული ნაკრების მატჩების ყურებას არ აპირებს.

„არ ვაპირებ არცერთ მატჩის ყურებას. ჩვენ გუნდს აკლია ენერგია, სიხარული და ცუდად თამაშობს. ამიტომ არცერთ მატჩს არ ვუყურებ.

საქმეები კარგად არ მიდის. არ არის საკმარისი ენერგია, თავდადება. ყველაფერი ცუდადაა, ”- თქვა რონალდინიომ Cartoloucos YouTube არხზე.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიელები კოსტა რიკას (25 ივნისს), პარაგვაის (29 ივნისს) და კოლუმბიას (3 ივლისი) დაუპირისპირდებიან.

რონალდინიო არის „ოქროს ბურთის“ მფლობელი (2005), ასევე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით 2004 და 2005 წლებში. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში კი 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0.115555