ფეხბურთი

12:53 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბოლოს და ბოლოს, დაიწყო!" - ბორის ბეკერი ევრო 2024-ის გახსნის მატჩს დაესწრო

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბორის ბეკერი გერმანიაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის მატჩს დაესწრო. შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 14 ივნისს, მიუნხენში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებები შეხვდნენ. გერმანელებმა დიდი ანგარიშით - 5:1 გაიმარჯვეს.

„ბოლოს და ბოლოს, დაიწყო! ჩვენ ნამდვილად მოუთმენლად ველოდით გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატს“, - დატოვა კომენტარი ფოტოს ქვეშ ბორის ბეკერმა სოციალურ ქსელში.

მანამდე დიდი სლემის ტურნირების ექვსგზის გამარჯვებულმა სოციალურ ქსელებში გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ ტონი კროოსთან ისაუბრა გერმანელი ჩოგბურთელის ალექსანდრ ზვერევის თამაშზე „როლან გაროსზე“ 2024 წელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119078