ფეხბურთი

11:46 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კროოსის რეკორდი

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის გახსნის მატჩში (5:1) ზუსტი პასების 99% შეასრულა. კროოსმა 102-დან 101 ზუსტი პასი შეასრულა. ამის შესახებ სტატისტიკურ-ანალიტიკური პორტალი Opta იუწყება.

1980 წლიდან ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნებისმიერი მოთამაშისთვის, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშში 100-ზე მეტი გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ მატჩში, რომელიც გუშინ, 14 ივნისს გაიმართა, გერმანიის ნაკრებმა შოტლანდიას გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 მოუგო. მატჩის მე-10 წუთზე ფლორიან ვირცმა გახსნა ანგარიში. მე-19 წუთზე ჯამალ მუსიალამ უპირატესობა გაზარდა. 45+1-ზე კაი ჰავერცმა პენალტით გაასამა

68-ე წუთზე ნიკლას ფულკრუგმა მეოთხედ აიღო სტუმართა კარი. 87-ზე ანტონიო რიუდიგერმა ავტოგოლი გაიტანა. 90+3-ე წუთზე კი მასპინძლების ნახევარმცველმა ემრე ჯანმა მეხუთე გოლი შეაგდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116104